IZA PSYCHOLOGIST

IZA PSYCHOLOGISTIZA PSYCHOLOGISTIZA PSYCHOLOGIST
  • მთავარი
  • ჩემს შესახებ
  • სერვისები
  • ტრენინგები
  • ტრენინგების მეორე ციკლი
  • ტრენინგების პირველი ციკლი
  • კონტაქტი
  • More
    • მთავარი
    • ჩემს შესახებ
    • სერვისები
    • ტრენინგები
    • ტრენინგების მეორე ციკლი
    • ტრენინგების პირველი ციკლი
    • კონტაქტი

IZA PSYCHOLOGIST

IZA PSYCHOLOGISTIZA PSYCHOLOGISTIZA PSYCHOLOGIST
  • Sign In
  • Create Account

  • Bookings
  • My Account
  • Signed in as:

  • filler@godaddy.com


  • Bookings
  • My Account
  • Sign out


Signed in as:

filler@godaddy.com

  • მთავარი
  • ჩემს შესახებ
  • სერვისები
  • ტრენინგები
  • ტრენინგების მეორე ციკლი
  • ტრენინგების პირველი ციკლი
  • კონტაქტი

Account


  • Bookings
  • My Account
  • Sign out


  • Sign In
  • Bookings
  • My Account

გთავაზობთ შემდეგ მომსახურებებს

პირველადი კონსულტაცია

სანამ დაიწყებთ ფსიქოთერაპიის კურსს აუცილებელია პირველადი კონსულტაციის გავლა, რომელიც შეგიქმნით წარმოდგენას თქვენი თერაპიის საჭიროების შესახებ 

ტარიფები / Prices


პირველადი კონსულტაცია 

ქართულ ენაზე : 80 GEL
ინგლისურ ენაზე : 90 GEL


ინდივიდუალური თერაპია (1 სესია) 

ქართულ ენაზე : 70 GEL 

ინგლისურ ენაზე : 80 GEL 


First consultation

Working language :

English : 90 GEL

Georgian : 80 GEL


Individual therapy (1 session)

Working language :

English : 80 GEL

Georgian : 70 GEL

ინდივიდუალური თერაპია

ინდივიდუალური თერაპიის დაგეგმვამდე აუცილებელია პირველადი კონსულტაციის გავლა.


ინდივიდუალური თერაპია მოიცავს იმ საკითხებზე ჩაღრმავებას, რაც თქვენში იწვევს ნეგატიურ ემოციებსა და აზრებს, შფოთვას, დაძაბულობას, გაღიზიანებას. სასურველი შედეგის მისაღებად სესიები ტარდება კვირაში ერთხელ CBT თერაპიის მეშვეობით.


CBT, კოგნიტურ ბიჰევიორული თერაპია, გულისხმობს ემოციების, აზრების და ქცევების ერთმანეთთან დაკავშირებას და პრობლემის რაციონალურად ახსნას. 


აგრეთვე, ეს თერაპია მოიცავს დავალებების შესრულებას და მისი დახმარებით სწავლობთ საკუთარ თავზე მუშაობას.

ჯგუფური თერაპია

რა არის ჯგუფური თერაპია?

ჯგუფური თერაპია გამოიყენება სხვადასხვა მენტალური მდგომარეობების გასაუმჯობესებლად, როგორებიცაა შფოთვა, დეპრესია, შიშები, კვებითი დარღვევები, ნივთიერებებზე დამოკიდებულება ან/და პოსტ-ტრავმული სტრესული აშლილობა.


ჯგუფური თერაპია დაგეხმარებათ სოციალური უნარების, თვითშეფასებისა და ემპათიის უნარის გაუმჯობესებაში. აგრეთვე, იგი ეხმარება ადამიანებს გახდნენ მეტად გამგები და მიმღები, როგორც საკუთარი, ასევე სხვისი პრობლემების მიმართ. ამ დროს ადამიანები იღებენ მხარდაჭერას ჯგუფის წევრებისგან, ისინი საკუთარ თავს და პრობლემებს სხვისი თვალით ხედავენ და არიან ისეთ გარემოში, სადაც მათი ესმით და არ განსჯიან. 

ჯგუფური თერაპიის დროს ადამიანები აცნობიერებენ, რომ ადამიანთა აღქმა განსხვავებული და მრავალფეროვანია. თერაპიის პროცესში ხდება სხვადასხვა საკითხების ნორმალიზება.

გთავაზობთ 2 ჯგუფურ თერაპიას :

ჯგუფური თერაპიის ფარგლებში იქმნება ორი ჯგუფი : კომუნიკაციის დასწავლის და პირადი საზღვრების დაცვის. შეხვედრები ჩატარდება აპრილის თვის ბოლოდან კვირაში ერთხელ პეკინის 34-ში მდებარე ჩვენს ოფისში. 

1-ლი ჯგუფი - კომუნიკაციის დასწავლა

ეს ჯგუფი თქვენთვისაა, თუ: 


  • გაქვთ კომუნიკაციის პრობლემები,
  • გიჭირთ საუბრის დაწყება, 
  • გიჭირთ ადამიანების გაცნობა, 
  • გიჭირთ ურთიერთობების წარმოება/შენარჩუნება,
  • გაქვთ სოციალური შფოთვის სიმპტომები...


ჯგუფური თერაპია დაგეხმარებათ:


  • სოციალური უნარების გაუმჯობესებაში,
  • შფოთვის შემცირებაში,
  • კომუნიკაციის დაწყებაში,
  • იგრძნოთ, რომ არ ხართ მარტო,
  • თავდაჯერებულობის განცდის შემატებაში,
  • დარწმუნდეთ, რომ შეგიძლიათ  ამ პრობლემების დაძლევა სხვა ადამიანებთან ერთად.


მე-2 ჯგუფი - პირადი საზღვრების დაცვა

ეს ჯგუფი თქვენთვისაა, თუ:


  • გიჭირთ უარის თქმა,
  • დარღვეული გაქვთ პირადი საზღვრები,
  • უფრო მეტს გასცემთ, ვიდრე იღებთ,
  • ზედმეტად ზრუნავთ გარშემომყოფებზე,
  • ხშირად იძულებული ხართ გააკეთოთ ის, რაც რეალურად არ გინდათ,
  • ფიქრობთ, რომ თუ უარს იტყვით, აწყენინებთ და იმედს გაუცრუებ სხვებს,
  • თავს დამნაშავედ გრძნობთ, როდესაც უარს ეუბნებით ადამიანებს.


ჯგუფური თერაპია დაგეხმარებათ:


  • თქვენი პირადი საჭიროების სწორად განსაზღვრაში,
  • იმის გაცნობიერებაში, თუ რატომ ვერ ამბობთ უარს და რატომ გაქვთ დანაშაულის შეგრძნება, როდესაც ამას აკეთებთ,
  • უარი თქვათ ისე, რომ არც საკუთარ თავს და არც სხვას არ დაწყვიტოთ გული,
  •  პირადი საზღვრების დაცვაში.


ეს არის ადგილი, სადაც შენი ესმით, არ განგსჯიან და შეგიძლია ილაპარაკო, რაც გულზე გაწევს.

პირობები & ტარიფი

ჯგუფური თერაპია მოიცავს 10 შეხვედრას. 


თითო სესიის ხანგრძლივობა 1.5 საათია.


იქმნება მცირე ჯგუფები.


ადგილების დასაჯავშნად მოგვწერეთ მეილზე : izapsychologist@gmail.com , ან დაგვირეკეთ ნომერზე : +995 555 16 33 55 , ან მოგვწერეთ კონტაქტის მისამართზე აქ .

თქვენ არ ხართ მარტო !

მზად ხართ გადადგათ ნაბიჯი სიმშვიდისკენ ? დაგვეკონტაქტეთ!

სესიის დაჯავშნა შესაძლებელია online ან დაგვირეკეთ !

კონტაქტი

Copyright © 2025 Iza Psychologist - All Rights Reserved.

Powered by

  • ტრენინგები
  • უსაფრთხოების პოლიტიკა

This website uses cookies.

We use cookies to analyze website traffic and optimize your website experience. By accepting our use of cookies, your data will be aggregated with all other user data.

DeclineAccept