Connecté en tant que :
filler@godaddy.com
Connecté en tant que :
filler@godaddy.com
პირველადი კონსულტაცია
ქართულ ენაზე : 80 GEL
ინგლისურ ენაზე : 90 GEL
ინდივიდუალური თერაპია (1 სესია)
ქართულ ენაზე : 70 GEL
ინგლისურ ენაზე : 80 GEL
First consultation
Working language :
English : 90 GEL
Georgian : 80 GEL
Individual therapy (1 session)
Working language :
English : 80 GEL
Georgian : 70 GEL
ინდივიდუალური თერაპიის დაგეგმვამდე აუცილებელია პირველადი კონსულტაციის გავლა.
ინდივიდუალური თერაპია მოიცავს იმ საკითხებზე ჩაღრმავებას, რაც თქვენში იწვევს ნეგატიურ ემოციებსა და აზრებს, შფოთვას, დაძაბულობას, გაღიზიანებას. სასურველი შედეგის მისაღებად სესიები ტარდება კვირაში ერთხელ CBT თერაპიის მეშვეობით.
CBT, კოგნიტურ ბიჰევიორული თერაპია, გულისხმობს ემოციების, აზრების და ქცევების ერთმანეთთან დაკავშირებას და პრობლემის რაციონალურად ახსნას.
აგრეთვე, ეს თერაპია მოიცავს დავალებების შესრულებას და მისი დახმარებით სწავლობთ საკუთარ თავზე მუშაობას.
ჯგუფური თერაპია გამოიყენება სხვადასხვა მენტალური მდგომარეობების გასაუმჯობესებლად, როგორებიცაა შფოთვა, დეპრესია, შიშები, კვებითი დარღვევები, ნივთიერებებზე დამოკიდებულება ან/და პოსტ-ტრავმული სტრესული აშლილობა.
ჯგუფური თერაპია დაგეხმარებათ სოციალური უნარების, თვითშეფასებისა და ემპათიის უნარის გაუმჯობესებაში. აგრეთვე, იგი ეხმარება ადამიანებს გახდნენ მეტად გამგები და მიმღები, როგორც საკუთარი, ასევე სხვისი პრობლემების მიმართ. ამ დროს ადამიანები იღებენ მხარდაჭერას ჯგუფის წევრებისგან, ისინი საკუთარ თავს და პრობლემებს სხვისი თვალით ხედავენ და არიან ისეთ გარემოში, სადაც მათი ესმით და არ განსჯიან.
ჯგუფური თერაპიის დროს ადამიანები აცნობიერებენ, რომ ადამიანთა აღქმა განსხვავებული და მრავალფეროვანია. თერაპიის პროცესში ხდება სხვადასხვა საკითხების ნორმალიზება.
ჯგუფური თერაპიის ფარგლებში იქმნება ორი ჯგუფი : კომუნიკაციის დასწავლის და პირადი საზღვრების დაცვის. შეხვედრები ჩატარდება აპრილის თვის ბოლოდან კვირაში ერთხელ პეკინის 34-ში მდებარე ჩვენს ოფისში.
ეს ჯგუფი თქვენთვისაა, თუ:
ჯგუფური თერაპია დაგეხმარებათ:
ეს ჯგუფი თქვენთვისაა, თუ:
ჯგუფური თერაპია დაგეხმარებათ:
ეს არის ადგილი, სადაც შენი ესმით, არ განგსჯიან და შეგიძლია ილაპარაკო, რაც გულზე გაწევს.
ჯგუფური თერაპია მოიცავს 10 შეხვედრას.
თითო სესიის ხანგრძლივობა 1.5 საათია.
იქმნება მცირე ჯგუფები.
ადგილების დასაჯავშნად მოგვწერეთ მეილზე : izapsychologist@gmail.com , ან დაგვირეკეთ ნომერზე : +995 555 16 33 55 , ან მოგვწერეთ კონტაქტის მისამართზე აქ .
მზად ხართ გადადგათ ნაბიჯი სიმშვიდისკენ ? დაგვეკონტაქტეთ!
სესიის დაჯავშნა შესაძლებელია online ან დაგვირეკეთ !
Copyright © 2024 Iza Psychologist - Tous droits réservés.